დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დაზაფრული და შეძრწუნებული ვუსმენდი ცხვრის ტყავში გახვეულის საუბრების ჩანაწერებს. სად იზრდებიან ასეთი გარეწრები?! ვინ აწინაურებს მათ?! პასუხი აგონ ეკლესიის და ქვეყნის წინაშე მათმა მაკურთხეველ-აღმაზევებლებმა!!! არამზადები რომ იყვნენ, კი ვიცოდი, მაგრამ ასეთი უგნურებიც თუ იქნებოდნენ, არა. იქნებ მისმა ადვოკატმა ანაფოროსანმა ახლა ის დაგვაბოლოს, რომ სამსახიობო დუბლებს გადიოდა დაკავებული?! დიდი მადლობა საქართველოს პროკურატურას გაწეული დიდი და სახელმწიფოებრივი საქმისათვის. ხალხს კი კიდევ ერთი მაგალითი აქვს, როგორი სიფრთხილე და დაკვირვებულობაა საჭირო, სანამ დასკვნებს გააკეთებ წინასწარ ვინმეს სასარგებლოდ და დაიწყებ სამართლადამცველი ორგანოების ლანძღვას…
P.S. ახლა დაიწყება მავანთა მონა-მხევლების შემოსევა ჩემს კედელზე და პროვოკაციული კომენტარებით აჭრელება. პატიოსან ხალხს ნუ გაგიკვირდებათ ამ ყველაფრის ფონზე…”-წერს დეკანოზი ილია.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გაასაჯაროვა გამოძიების შუალედური შედეგები, სადაც დეკანოზი მამალაძე ფარულ ჩანაწერში ციანიდის შეძენასა და შორენა თეთრუაშვილის შესახებ საუბრობს.