თბილისში, დიღომში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე 53 წლის მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც კლინიკა “ლანცეტში” განაცხადეს, პაციენტს რვა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, დადგენილია ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.