ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საპატრიარქოს ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ეტაპზე ეჭვის საფუძველს არ იძლევა

საპატრიარქოს ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ ეტაპზე ეჭვის საფუძველს არ იძლევა:

”ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შევიტანოთ პროკურატურის მტკიცებულებებში, არ გაგვაჩნია. იმიტომ რომ მტკიცებულებებს აქვს თავისი სტადიები. ერთია მტკიცებულებების მოპოვება, დამაგრება და შეფასება. საქართველოს საპატრიარქო ობიექტურად ადევნებს ამ მოვლენებს თვალს და დაელოდება ამ მტკიცებულების შეფასების სტადიას – თუ ის რამდენად ავთენტურია. ამ ეტაპზე არ გვაქვს უფლება შევიტანოთ რაიმე ეჭვი”, – განაცახადა ედიშერ ქარჩავამ.
პროკურატურამ ციანიდის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა, სადაც ფარულ ვიდეო ჩანაწერში დეკანოზი მამალაძე ციანიდის შესყიდვასა და შორენა თეთრუაშვილზე საუბრობს.

იტვირთბა....