პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:
ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ.
მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი.