„პროკურატურას არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება იმაზე, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი შეიძინა ან ვისგან მოხდა ამ ნივთიერების შეძენა”- ამის შესახებ დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა, დამონტაჟებულია.
„პროკურატურას არ გააჩნია არავითარი მტკიცებულება იმაზე, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციანიდი შეიძინა ან ვისგან მოხდა ამ ნივთიერების შეძენა. გასაჯაროებული მტკიცებულებები მაქსიმუმია, რისი გაკეთებაც პროკურატურას შეეძლო და ეს ჩანაწერები საგამოძიებო უწყებამ სათავისოდ დაამონტაჟა“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას გეგმავდა. რაც შეეხება ვიდეომასალას, პროკურატურამ ჟურნალისტ ირაკლი მამალაძისა და მამა გიორგი მამალაძეს შორის არსებული ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელიც ირაკლი მამალაძემ ფარულად ჩაიწერა.