ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მორიგი დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.
„დღეს, აღმოსავლეთის დროით 06:00 საათზე, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების სერია დაიწყეს. მათი მიზანია, კიდევ უფრო შეასუსტონ ირანის ძალების სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც გამოიყენებოდა ომანის სრუტეში სავაჭრო გემებზე თავდასხმებისთვის“, – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან თუ არ დაბრუნდება, შეერთებული შტატები ქვეყნის ხიდებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განახორციელებს.

