ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში გარდაცვლილი ბებია და შვილიშვილი იპოვეს

რუსთავში დღეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ბებია და 12 წლის შვილიშვილი იპოვეს. როგორც მე-19-ე მიკრორაიონში, მცხოვრები ადგილობრივები “მეტრონომთან” საუბარში ყვებიან, ბებია და შვილიშვილი ბოლო დღეებში არ გამოჩენილან, ამიტომ მათ სამაშველო სამსახური გამოიძახეს.  მაშველებმა ბინის კარი შეამტვრიეს და ორივე მათგანი გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გარდაცვლილი ქალი 52 წლის იყო, შვილიშვილი კი მასთან იზრდებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....