ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია II: „მწუხარება სიხარულით შეიცვლება“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე იქადაგა. მისი თქმით, „მწუხარება სიხარულით შეიცვლება“.

“წმინდა მეფემ, დავით წინასწარმეტყველმა ასე თქვა: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. წარმოიდგინეთ, დავით მეფე ამბობს: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. ეს მან თქვა იმიტომ, რომ მრავალი განსაცდელი შეხვდა. ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა. მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა.

მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ჩვენი მწუხარება სიხარულით შეცვალოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

იტვირთბა....