რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გვამები აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.
ცოლ-ქმარი მათთან სტუმრად მისულმა ნათესავმა ქალბატონმა უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. მან 112-ში დარეკა, თუმცა ბინაში მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალიც და მამაკაციც უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე 1 მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია.