ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“აუდიტორია 115” “პალიტრა მედიის” გამოცემების წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ჩივის

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115-ის” განცხადება “კვირის პალიტრისა” და ambebi.ge-ს ჟურნალისტის, გიორგი კვიტაშვილის წინააღმდეგ. როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აუდიტორია 115” მიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-3 (ინფორმაციის  გაყალბება) პრინციპები.

„სადავო სტატია გაზეთმა “კვირის პალიტრამ” 2017 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა სათაურით გამოქვეყნდა  „როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) “აუდიტორია 115” “ბიბლუსის” წინააღმდეგ“.  განცხადების თანახმად, სტატია ასევე გავრცელდა ინტერნეტ-პორტალ ambebi.ge-ს საშუალებით. ამგვარი ინფორმაციის შემცველი ვიდეო რგოლი გამოქვეყნდა palitravideo.ge-ს მიერაც. მასალა ეხება  მაღაზია “ბიბლუსიდან” თანამშრომლების გათავისუფლების გამო “აუდიტორია 115-ის” პროტესტს.

განცხადების თანახმად, ზემოთ აღნიშნული მედისაშუალებები “შედიან „პალიტრა ჰოლდინგის“ შემადგენლობაში. ამავე ჰოლდინგის წევრია „ბიბლუსიც“. შესაბამისად, აუდიტორია 115- ის მიერ „ბიბლუსში“ მიმდინარე პროცესებზე პროტესტის გამოთქმას, პასუხად მოჰყვა ჰოლდინგში შემავალი რიგი გაზეთებისა და ინტერნეტ სააგენტოების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა“,- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....