ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, მართლმადიდებლური ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს

დღეს, დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს.
ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
ხატმბრძოლობა მე-8 საუკუნის I ნახევარში ბიზანტიაში წარმოიშვა და მთელი საუკუნის განმავლოვაში მძვინვარებდა. ხატმბრძოლობა დედოფალ თეოდორას მმართველობის დროს დასრულდა. დედოფალმა ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და ქვეყნიდან განდევნილი მართლმადიდებლები დააბრუნა.  842 წელს ადგილობრივმა კრებამ, რომლის აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა, ხატმბრძოლობა დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა. იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება, რომელიც წელს 16 აპრილს აღინიშნება.

იტვირთბა....