ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა. მისი თქმით, არ ესმის რატომ არ აძლევენ დეკანოზს ზიარების უფლებას.
”სასჯელაღსრულების დაწესებულებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება საპატრიარქოსთან, რაც ითვალისწინებს იმას, რომ სამუშაო საათებში ისევე როგორც ჩვენ იურისტებს, მამაოებსაც აქვთ საშუალება შევიდნენ მსჯავრდებულებთან, ბრალდებულებთან და ზიარება მოახდინონ, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს რატომ არ ხდება, ძალიან გასაკვირია”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

იტვირთბა....