ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შორენა თეთრუაშვილი, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, საქმეში დაზარალებულია”

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზმა პროკურატურას 30-გვერდიანი ჩვენება მისცა და აბსურდია ბრალდების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ დეკანოზი კითხვებზე პასუხს არ სცემს.
ადვოკატი პროკურატურის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარი საგამოძიებო ორგანო არასწორ და ცრუ ბრალდებებს აჟღერებს, თითქოს მამა გიორგი არ აპირებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.
რაც შეეხება მამალაძის უკვე მიცემულ ჩვენებას, კითხვაზე, არიან თუ არა იქ ნახსენები მეუფე პეტრე ცაავა და მეუფე დიმიტრი, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ისინი ყველგან დადებით კონტექსტში არიან ნახსენები. მისივე ინფორმაციით, ჩვენებაში დეკანოზმა ამომწურავად ისაუბრა ”ციანიდსა” და იარაღზე.
”რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის ამ საქმეში დაზარალებულია. დეკანოზ გიორგი მამალაძეს დუმილიც რომ შეენარჩუნებინა და ჩვენებაში მასზე საერთოდ არ ესაუბრა, თეთრუაშვილი მაინც უნდა დაიკითხოს იმიტომ, რომ ის დაზარალებულია”, – აღნიშნა ფანცულაიამ.

იტვირთბა....