ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

დღეს, უზენაესი სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ ვერ მიიღებს

დღეს უზენაესი სასამართლო, “რუსთავი 2”-ის საქმეზე,  სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ ვერ მიიღებს, -ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოში ორივე მხარემ შეიტანა მოსამართლეთა ნაწილის აცილების შუამდგომლობა, შესაბამისად, სასამართლომ ჯერ ამ  აცილების შესახებ უნდა იმსჯელოს.

კერძოდ, “რუსთავი 2”-ი ითხოვს ორი მოსამართლის, ნინო გვენეტაძისა და მაია თოდუას აცილებას,  ხოლო ქიბარ ხალვაშის მხარე- ეკა გასიატაშვილის, პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძის აცილებას.

დღეს უზენაესი სასამართლო 9 მოსამართლის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის და მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავს “რუსთავი 2”-ის საქმეს და შესაძლებელია მასზე გადაწყვეტილებაც გამოაცხადოს.

“რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია უზენაეს სასამართლოსთან დილიდან დაიწყო. მობილიზებულია პოლიციაც.

ვინ არის ის 9 მოსამართლე, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ბედი უნდა გადაწყვიტოს

 

იტვირთბა....