ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უზენაეს სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული: დღეს “რუსთავი 2”-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება

დღეს “რუსთავი 2”-ის საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს და მასზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პარალელურად, სასამართლოსთან “რუსთავი 2”-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად აქცია იმართება. აქციამდე  ცოტა ხნით ადრე უზენაეს სასამართლოსთან სამართალდამცველების მობილიზაცია გამოცხადდა. შენობასთან  პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

სამართალდამცველები შენობის შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე არიან განლაგებული.

12:30-საათიდან “რუსთავი 2”-ის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყება, რომელიც გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გაგრძელდება.

ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია საგანგებო მაუწყებლობაზე გადადის.

ვინ არის ის 9 მოსამართლე, რომელმაც „რუსთავი 2“-ის ბედი უნდა გადაწყვიტოს

იტვირთბა....