“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება:
“წყევლა და მასზე ღლიცინი არ ვიცი, და რასაც მე ვხედავ, ტყვეობაში მყოფი დეკანოზი მამალაძის სიკვდილისკენ მიდის ნელ-ნელა ყველაფერი”-წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის დაკითხვა გუშინ ჩაიშალა, რადგან, პროკურორის განცხადებით, მან კითხვებზე პასუხის ნაცვლად, გამომძიებლებს წყველა შეუთვალა.
დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდებული ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს, მანამდე კრიტიკულ კითხვებზე პასუხს არ გასცემს.