ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ინგლისელ ადვოკატს ვუთხარი, რა თქვა მერაბიშვილმა, როცა ვნახე-ეს თუ მოწმედ ყოფნაა-ვარ”

თეა წულუკიანის განცხადებაზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გააკეთა, რომ ვანო მერაბიშვილს მოწმედ  სტრასბურგში უჩა ნანუაშვილი დაუდგა,   “აიპრესი” კომენტარისთვის სახალხო დამცველს დაუკავშირდა.

– ბატონო უჩა, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ თქვენ სტრასბურგში ვანო მერაბიშვილს მოწმედ დაუდექით, ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

– ქალბატონი თეა მთლად ზუსტად არ ამბობს და ინტერპრეტაციას ახდენს. სახალხო დამცველმა მერაბიშვილის უცხოელ ადვოკატებს მათ წერილზე პასუხად მიაწოდა ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ციხეში მონახულების თაობაზე. ამ ინფორმაციაში არაფერი წერია იმისგან განსხვავებული რაც არ ყოფილა მედიაში გავრცელებული და არ წერია სახალხო დამცველის საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშში.

ასე არაერთი წერილი მიმიღია და დამიდასტურებია ან არ დამიდასტურებია ფაქტი თუ ვინმეს შევხვდი ციხეში ან სხვა.

– ანუ, თქვენ მოწმე ხართ ვანო მერაბიშვილის საქმეში?

– მოკლედ მისმა ინგლისელმა ადვოკატმა მკითხა მე რომ შევხვდი ვანოს, რა თქვა. თუ ეს მოწმობაა -კი და ვუთხარი რაც მანამდე ასჯერ მითქვამს და ანგარიშში წერია, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო ამ საქმეზე. მეტი არაფერი.

სხვათა შორის მანამდეც ეწერა ჩვენს საპარლამენტო ანგარიშში ეს ყველაფერი და რომ აქამდე არ გამოიძიეს, ესაა პრობლემა. ოთო კახიძეს არც ვიცნობ. ეჰრაკიდან ინგლისელმა ადვოტებმა მკითხეს ამაზე.

საპარლამენტო ანგარიშში 2013 წლის გვიწერია, რომ მერაბიშვილის გაყვანაზე არ ჩატარდა გამოძიება და რომ უნდა ჩატარებულიყო და მერეც ვიმეორებდით- არაფერი განსაკუთრებული არაა. მოროშკინაც იმ დროს მუშაობდა სამინისტროში და მასაც ჰკითხეს- პრობლემაა რამე? უბრალოდ ცუდია რომ ასე ცუდად იყენებს თეა და ნახევრად სიმართლეს ამბობს.

ბატონო უჩა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ სტრასბურგში ვანო მერაბიშვილის მოწმის სახით წარსდგებით, ამიტომ გეკითხებით კიდევ ერთხელ.

– წერილზე ვუპასუხე მე. რაც ისედაც ეწერა ანგარიშში.

წყარო: ipress.ge

იტვირთბა....