დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, -ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხიდან, ბრალდებულის მონახულების შემდეგ გამოსულმა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაკავებული ზიარებას ითხოვს:
“დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეოობა კარგია. ის ზიარების მიღებას ითხოვს და მოვუწოდებ ყველას, ლოცვებში მოიხსენიონ დეკანოზი. ის სასულიერო პირებთან შეხვედრასაც ითხოვს. როგორც სულიერმა ძმებმა, ისვ ვისაუბრეთ და ის აცხადებს რომ უდანაშაულოა.”-განაცხადა დეკანოზმა თევდორაშვილმა “რუსთავი 2”-თან.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკითხვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. მისი დაკითხვა გუშინ გადაიდო, რადგან დეკანოზმა, ადვოკატების განცხადებით, მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნო.
პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზმა ეს დაკითხვის გადასადებად განაცხადა.