ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“10 ოჯახიდან 4 დანგრეულია- კავკასიური კომპონენტიც ჩავტოვოთ კანონებში”

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე, სადაც „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებების“ შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ, განაცხადა, რომ ბოლო დროს ბევრი ოჯახი ინგრევა, ამას კი ხშირად კანონები უწყობს ხელს:

„ბოლო დროს ვხედავთ, ბევრი ოჯახი ინგრევა. 10 ოჯახიდან 4 დანგრეულია. ძალიან ხშირად ამას კანონები უწყობს ხელს. მაგალითად ერთი ასეთი კანონია, იჩხუბა ცოლ-ქმარმა, იკამათა…  არ არსებობს ოჯახი, სადაც კამათი არ არის, მივიდნენ იუსტიციაში, სადაც 5 დღეში მისცეს საბუთი და დააშორა ერთმანეთს.

პატარა კავკასიური კომპონენტიც ჩავტოვოთ ამ კანონებში, თორემ არაფერი გამოვა, დაინგრევა ჩვენი ოჯახები. პატარა კომპონენტი ჩასატოვებელია, როგორც ჩვენში, ასევე კანონებშიც- თორემ არაფერი გამოვა“, – აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

იტვირთბა....