ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“იყო შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებული კითხვებიც”: რას ამბობენ დეკანოზის დაკითხვიდან გამოსული ადვოკატები

ამ ეტაპზე დეკანოზ მამალაძის დაკითხვა შესვენების გამო შეჩერებულია. როგორც ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, დაკითხვისას დეკანოზმა მამალაძემ რამდენიმე გვარი დაასახელა, თუმცა, ვისი, ჯერჯერობით ამის დაზუსტების საშუალება მათ არ აქვთ. ამავდროულად, ადვოკატების განცხადებით, დაკითხვისას შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებული კითხვებიც ისმოდა, მაგრამ მან რა უპასუხა, ჯერ ვერ საჯაროვდება.

მათი შეფასებით, დეკანოზი მამალაძე სრულყოფილ ჩვენებას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული.

იტვირთბა....