ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მეუფე პეტრე პირველად ამბობს, თუ რაში სჭირდებოდა მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი

მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა სთხოვა.

“მამა გიორგის საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ოქროსთან აქვს შეხება, და აქედან იწყება მისი ჩართულობა, როცა ის ეძებს ციანიდს”, – ასეთი განცხადება გააკეთა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

“მერე იწყება, რომ ციანიდი არა საპატრიარქოს გავლენიანი პირის დავალებით და ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისთვის. ეს არის ინტრიგა, სცენარი”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის განცხადებით, მამალაძის ჩანთის ჩხრეკისას ციანიდი ამოიღეს.

იტვირთბა....