პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ხვალ წირვას აღავლენს:
“პატრიარქის მდგომარეობა კარგია. ის სხვა სამედიცინო შემოწმებას არ საჭიროებს. პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს”, – განაცხადა ცისანა შარტავამ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ერთი კვირაა, რაც ბერლინიდან ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.