ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს.

როგორც სამაუწყებლო კომპანია ავრცელებს, სოსო ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი მათივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა.

ტელეკომპანია სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თანამდებობის გადაბარების პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იბერიის” ინფორმაცით, დაცვის სასმახურს არა ზურაბ ბუჩუკური, არამედ ივანე კობიაძე უხელძღვანელებს.
სოსო ოხანაშვილი, რომელიც აქამდე დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ოფიციალურად არ გადამდგარა, უახლოეს დღეებში აპირებს ბრიფინგის მოწყობას.

იტვირთბა....