ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დეკანოზი მამალაძის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას

დაკავებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ დეკანოზი მამალაძის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას:
“მე მიმაჩნია, რომ საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე. ამის ძალიან დიდი ეჭვი მაქვს. შაბათ-კვირა დღე არის და ადვოკატებს არ შეგვიძლია შესვლა…”-რამიშვილი შს სამინისტროს, პრემიერს, ყველა უწყებას მოუწოდებს, რომ შაბათ-კვირას დაიცვან დაკავებული დეკანოზის უსაფრთხოება.

რამიშვილი ასევე მოუწოდებს სახალხო დამცველს, შაბათ-კვირას, მაშინ როცა ადვოკატებს პატიმრის ნახვის უფლება არ აქვთ, მოინახულოს დეკანოზი.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებულია მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

იტვირთბა....