საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორის არჩილ გამზარდიას განცხადებით, პატრიარქის დაცვის სამსახურის და მისი ხელმძღვანელის მიმართ, ბოლო პერიოდში გარკვეული სახის კითხვები გაჩნდა.
მისი თქმით, უწმინდესის დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის მისამართით პატრიარქის ქორეპისკოპოსს პრეტენზიები ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ჰქონდა და ამბობდა, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებდა.
გამზარდიას აზრით, ეს პრეტენზიები იმ გარემოებამაც გაამყარა, რომელიც გერმანიაში პატრიარქის პალატაში მოხდა. პატრიარქის ვიდეოს გავრცელების თემაზე, რომელიც დამონტაჟებული აღმოჩნდა, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა თქვაა, რომ ის არ ფლობდა ინფორმაციას რგოლი ვინ გადაიღო და ვინ გაავრცელა. გამზარდიას თქმით, მან ისიც არ იცოდა, ვინ იმყოფებოდა პატრიარქთან პალატაში.
“რატომ არ დგება დღემდე პატრიარქის დაცვის სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხი? და ვინ იცავს პატრიარქს დღეს? პატრიარქის დაცვის სამსახური და მისი ხელმძღვანელის მიმართ ბოლო პერიოდში რამდენიმე პასაჟი გამოიკვეთა.
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არაჯეროვან მუშაობაზე გააკრიტიკა; გერმანიაში პატრიარქის უსაფრთხოების შესუსტების გამო სახელმწიფო დაცვის ოპერატიული სამსახურის უფროსი პირადად ჩავიდა პატრიარქის დაცვის მიზნით.
პატრიარქის ვიდეოს გავრცელების თემაზე, რომელიც დამონტაჟებული აღმოჩნდა, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ის არ ფლობდა ინფორმაციას ვინ გადაიღო რგოლი და ვინ გაავრცელა, მეტიც, ვინ იმყოფებოდა პატრიარქთან პალატაში.
ვფიქრობ, ეს მოცემულობა სრულიად საკმარისია რომ გადაიხედოს პატრიარქის დაცვის სამსახურის თემა და ამ მოცემულობით მიზანშეწონილობის საკითხი. ნათლად იკვეთება რომ პატრიარქის დაცვის სამსახური ვერ უმკლავდება დაკისრებულ ვალდებულებებს, რის გამოც, ალბათ მისი შემადგენლობა ნაწილობრივ ან არსებითად უნდა შეიცვალოს, ცხადია სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობით.
ხოლო პატრიარქის უსაფრთხოების დონის შემცირება რამდენად მოტივაციურია დაცვის სამსახურის უფროსის ან რომელიმე წევრის მხრიდან, ამ თემაზე უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და სამსახურის უფროსი დაიკითხოს.”-განაცხადა გამზარდიამ.
შეგასენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსი და პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი 22 დეკემბერს სინოდის სხდომაზე, პატრიარქის დაცვის უფროსის სოსო ოხანიშვილის საკითხის დაყენებას აპირებდა. ის ამბობდა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებდა. თუმცა, ოხანაშვილი დღემდე პატრიარქის დაცვის უფროსია.
ის უწმინდესის ძმის შვილის მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა. მამა მიქაელ პოტკოველის ინფორმაციით კი უწმინდესის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ საპატრიარქოში აღარ გამოჩენილა.