ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კანონი არ ითვალისწინებს, რომ ბრალდებული დეკანოზი დროებით საპატრიარქოში მიიყვანონ”

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საპატრიარქოში მიყვანას სამართლებრივად დაუშვებლად მიიჩნევს და წინააღმდეგია. მისი თქმით, ეს პრეცედენტი მთლიანად  იმ სამართლებრივ სისტემას დაარღვევს, რომლეზეც სახელმწიფო დგას.

”მე წავიკითხე პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადება, სადაც მამა მიქაელი საუბრობს, რომ უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გასვლა პენიტენციარულ დაწესებულებაში ან საავადმყოფოში, შეუძლებელია, ხოლო კანონი არ ითვალისწინებს, რომ ბრალდებული დროებით მოიყვანონ საპატრიარქოში. ეს პრეცედენტი, მე როგორც იურისტი, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან ცუდი საბაბი. მომავალში ეს მთლიანად დაანგრევს იმ სამართლებრივ სისტემას, რაზეც დღეს სახელმწიფო დგას”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანიამ არ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს უთხრეს, რომ ის არ შეხვედროდა გიორგი მამალაძეს.

იტვირთბა....