ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის განცხადებით, ე.წ ციანიდის საქემზე რამდენიმე ახალი დეტალი გაარკვია. მისი თქმით, როგორც მას წყარომ უთხრა, რომელსაც საქმეში არსებული ფარული ჩანაწერები აქვს მოსმენილი, პატრიარქზე თავდასხმის ვერსია კვლავ ძალაში რჩება. ჟურნალისტს წყარომ გაუმხილა, რომ პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ სამუშაო ვერსიად ისევ განიხილება, თუმცა ჯერ ბრალს ვერ უყენებენ, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ.
მეტრეველის ინფორმაციით, რომელიც მას სანდო წყარომ მიაწოდა, ფარულ ჩანაწერებში პირდაპირ არავინ ახსენებს პატრიარქის სახელს (თეთრუაშვილსიგან განსხვავებით ), თუმცა მთელი იმ საუბრებიდან ნათლად ჩანს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანი (ჩანწერში რამდნეიმე სასულიერო პირი ფიგურირებს) სწორედ პატრიაქის მოშორებას გეგმავენ, რადგან მათ ეშინიათ, პატრიარქმა არ მოასწროს და სიცოცხლეშივე არ დაასახლეოს მემკვიდრე, რომელიც შეიძლება სულ სხვა პირი აღმოჩნდეს, ვიდრე ის, ვის პატრიარქობასაც ეს დაჯგუფება ეშურება.
ჟურნალისტის წყაროს ინფორმაციით, მათ ახლობელ და ფაქტობრივად მათი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ირკალი მამალძეს ციანიდის შოვნა იმიტომ თხოვეს, რომ ის საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი იყო და მათი ვარაუდით, იცნობდა „არ-ემ-ჯი გოლდის“ წამროამდგენლებს, რადგანაც ციანიდი სწორედ ოქროს წამროებაში გამოიყენება.