ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ, დამატებით 300 ადამიანის დასაქმებას აანონსებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ, დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს. კომპანია დასაქმების ფორუმს „ექსპო ჯორჯიაში“, მესამე პავილიონში გამართავს. -ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია:

“ფორუმის მიზანია ტექნიკური, კომერციული და ადმინიტრაციული მიმართულებებით განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტების მოზიდვა, შერჩევა და დასაქმება.

ტრადიციულად, პროექტის მხარდამჭერია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელმაც მათ სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს (www.worknet.gov.ge) „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ არსებული აქტუალური ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დასაქმების ფორუმზე მოიწვია.

დასაქმების ფორუმის აქტიური მხარდამჭერები ასევე, არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და თბილისის საკრებულო. ღონისძიებაზე კანდიდატებს საშუალება ექნებათ, სასურველი ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კომპანიის დარგობრივი მიმართულების ექსპერტებს გაესაუბრონ.

დასაქმების მსურველებმა სასურველია, ონლაინ რეგისტრაცია, წინასწარ, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე და „ფეისბუქ“ გვერდზე გაიარონ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, 2017 წელი, წინა წელთან შედარებით, გაორმაგებული ინვესტიციებით დაიწყო, რაც თავის მხრივ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის – 80 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციას გულისხმობს. კომპანიის ძირითადი საინვესტიციო მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლებაა.

შესაბამისად კომპანიისთვის აუცილებელია ახალი კადრების მოზიდვა და პროფესიული გადამზადება, რისთვისაც დასაქმების ფორუმი საუკეთესო საშუალებაა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტების განვითარების მიზნით, მსგავსი ტიპის პროექტებს მუდმივად განახორციელებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

1679732413596631640950753292078240180988751o-1

იტვირთბა....