დღევანდელი შოუ არ შედგა,- ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია საკრებულოში სხდომის ჩავარდნას.
კერძოდ, დღეს საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი მერიის წარმომადგენლებს ელოდნენ, რათა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით პასუხები მიეღოთ. სხდომა ჩაიშალა, რადგან მერიის წარმომადგენლები საკრებულოში არ მივიდნენ. თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ კი ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა:
,,საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის ცნობილი და არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილება არის კანონიერი და სწორი. ამიტომაც არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, პოლიტიკური შოუს მოსაწყობად, დედაქალაქის საკრებულოში ჩვენი წარმომადგენლების გაგზავნა. შესაბამისად შოუ არ შედგა,“- განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მერიის მიერ გადახდილ მილიონიან კომპენსაციას, რომელიც 13 ივნისს დაზარალებულთა მოტივით გამოიყო. “მეტრონომმა” საქმის ქრონოლოგია მკითხველს მიაწოდა.