ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბავშვთა სამყაროში” მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

“ბავშვთა სამყაროში” მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები დამწვარ შენობასთან იკრიბებიან. მათი განცხადებით, კარვების გაშლასა და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ისინი ხელისუფლებისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა, რის შედეგადაც “ბავშვთა სამყაროს” შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია, “ოქროს ბირჟასთან” ერთად, ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.
შსს-მ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....