ჟურნალისტი ელისო კილაძე ე.წ. პირადი ცხოვრების ფირების საქმეზე სკანდალური ინფორმაციის გავრცელებას აანონსებს. მისი თქმით გაზეთის მორიგ ნომერში სკანდალური აღიარება იქნება იმის შესახებ, რომ “სოსო გოგაშვილის დავერბოვკებულ პუტანკებს” სასულიერო პირებთან სექსს ფირებზე აწერინებდნენ, რათა შანტაჟისთვის გამოეყენებინათ.
“ნიუსების ღმერთმა გადმომხედა. როდის არ მწყალობდა,მაგრამ მაინც… ხვალ დილით პირად ფირებთან დაკავშირებით უსერიოზულეს სკანდალს გიანონსებთ!!! ვიღაცეებს მაგრად დაცხებათ, დოკუმენტები მიჭირავს ხელში !!!!! პროკურორი, დეპუტატი, კურიერი ღურწკაია, ჟურნალისტი, პოლიტპატიმარი და საქმიდან გამქრალი პირი … ჭრელი ძაფები და პერსონალური კითხვები !!! დილიდან ვიწყებ ….” – წერს ელისო კილაძე.
2016 წლის 15 ივნისს ქ.თბილისის პროკურატურაში შედგა საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის ოქმი. ეკა ბესელიამ განაცხადა რომ ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე ის თანახმაა პირად ფირებზე ბრალდებულებს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება !!!!!
მანამდე”ქრონიკა პლუსის” სამშაბათის ნომერში სკანდალური აღიარება დაანონსა, სადაც აღწერილია, როგორ ხდებოდა სასულიერო პირებთან სექსის ფარულად ჩაწერა მათი შემდგომი შანტაჟისთვის. კილაძის ინფორმაციით, ამის უკან სოსო გოგაშვილი დგას.
“სოსო გოგაშვილის პუტანკები, რომლებიც დაავერბოვკეს. დავალებული ჰქონდათ გადაეღოთ და ჩაეწერათ მღვდლებთან სექსი. ფირებით კი სასულიერო პირების დაშანტაჟება-გადაბირება ხდებოდა. სკანდალური აღიარება სამშაბათს”ქრონიკა+”-ში !!!”