“უდიდესი სიბრიყვეა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე არცერთი თანამდებობის პირი არ უნდა გადადგეს” – ასე ეხმაურება “მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი “ნაცმოძრაობის” პოზიციას ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით.
„უდიდესი სიბრიყვეა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებამდე არც ერთი თანამდებობის პირი არ უნდა გადადგეს და არ უნდა დაისაჯოს იმ ქმედებებისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს შოთაძე, რომელმაც დიდი ალბათობით მტკიცებულებები გააყალბა და საზოგადოება შოკში ჩააგდო. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის სიბრიყვე და არა მიზანმიმართული ხელის დაფარება შოთაძეზე. ვთვლი, რომ პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციები და უმრავლესობაც შემოგვიერთდება და ხელს მოაწერს გადადგომის მოთხოვნას”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.