დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის რთული დასაჯერებელია შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანი იყოს.
მისი აზრით, შეცდომებს ყველა მოკვდავი ადამიანი უშვებს, თუმცა იმ განცხადებებს არ ეთანხმება, რომელიც ბოლო დროს მეუფე პეტრეს მხრიდან გაკეთდა. მეუფის აზრით, ურიგო არ იქნება, თუ აუდიტის სამსახური საპატრიარქოს შემოსავლებს შეამოწმებს. მისივე განცხადებით, დღეს ამის საჭიროება არსებობს. ის ასევე ეთანხმება მოსაზრებას, რომ შექმნილი სიტუაციის ფონზე სინოდის სხდომა დაინიშნოს.
” ვფიქრობ, რომ ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ხვალიდან სიტუაცია უფრო თვალნათელი გახდება. ქალბატონ შორენას 1989 წლიდან ვიცნობ. ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი ეკლესიისთვის ზიანის მომტანია. მეუფე პეტრემ კარგად იცის, რომ მას არ ვეთანხმები.
ყველა მოკვდავს შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, მაგრამ მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებულ კატეგორიულ განცხადებებს ვერ დავეთანხმები. 5 წლის განმავლობაში საფინანსო ეკონომიკური გუნდის თავმჯდომარე ვიყავი და საპატრიარქოში აუდიტის შემოსვლის ინიციატორიც მე გახლდით. ამის საჭიროება დღესაც არსებობს. ვფიქობ, არც სინოდის გამართვა იქნება ურიგო”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა.