ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე ავტოავარია მოხდა

რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე, ფონიჭალაში საპატრულო პოლიციას რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, გზა ჰქონდა ჩაკეტილი და საგზაო მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 3 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ორი მათგანი სრულიად დაილეწა.

შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

იტვირთბა....