ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“დეკანოზ გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქთან პირისპირ საუბარი მოინდომოს”

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატის მალხაზ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ მამაოს ის ყველა იმ საკითხზე ესაუბრა, რომელსაც მას პროკურატურა ბრალად სდებს. ადვოკატი  “ტვ პირველთან” საუბრისას ამბობს, რომ დეკანოზს წარმოდგენა არ აქვს, რა სახის ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი. მამაოს ინფორმაციით, მას უწყებამ დაკავებისას განუმარტა, რომ ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ედება.

ადვოკატი რამიშვილი ამბობს, რომ მას პროკურორმა კატეგორიულად მოსთხოვა, ხელი გაუთქმელობის ხელწერილს მოაწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. ადვოკატი ამბობს, რომ ის პროკურორის მოთხოვნას  არ დაემორჩილება, რადგანაც ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ღიარებს და კატეგორიულად უარყოფს, რომ მას ვინმეს მკვლელობა სურდა. ციანიდთან რა შეხება ჰქონდა მას, ის ამის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს. ჩანთაში, რომელშიც ციანიდი აღმოჩნდა, მას 6 საათის დაგვიანებით მიუტანეს. რას წარმოადგენდა ეს დრო, რომ მას ამდენი ხანი ბარგი დაუგვიანეს? რატომ დაუგვიანეს? ის ამბობს, რომ საქმეში წარმოდგენა არ აქვს რა სახის ფარულ ჩანაწერზე შეიძლება იყოს საუბარი. დეკანოზმა განაცხადა, რომ პატრიარქის ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერს დეტალურად მოყვება და იტყვის. შესაძლებელია დეკანოზმა პატრიარქთან საუბარი პირისპირ მოითხოვოს”-ამბობს ადვოკატი.

იტვირთბა....