,,თავისუფალ დემოკრატებს” პარტიის ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღეს გამართულ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა დელეგატებს პარტიის ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. შავგულიძემ სიტყვით გამოსვლისას “თავისუფალი დემოკრატების” 8-წლიან ისტორიაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა მიზეზები, თუ რატომ არის დღეს პარტია ხელისუფლების ოპოზიციაში.
” “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ხელისუფლების უზურპაციის გზას დაადგა და ცდილობს, რომ ყველა სახელმწიფო უწყებაზე კონტროლი დაამყაროს. ჩვენთვის არასდროს თანამდებობები და რეგალიები მნიშვნელოვანი არ ყოფილა. პარტიის მთავარ ამოცანას, ქვეყნის დემოკრატიული, სამართლიანი განვითარება და ამ მიზნისთვის ბრძოლა წარმოადგენს”, – მიმართა შავგულიძემ პარტიის წევრებს.