არსებული ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც “მეტრონომს” სასჯელაღსრულების სამინისტროში დაუდასტურეს, მას გულის შეტევა აქვს. დაკავებული სასულიერო პირი ჩაფიძის გულის ცენტრში ბადრაგების თანხლებით მიიყვანეს. ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით მისი მდგომარეობა უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებული დეკანოზი დღეს მისმა უფლებადამცველმა, გიორგი ფანცულაიამ და მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მოინახულეს.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არაა:
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბილეო არაა- კვლავ აღენიშნება მაღალი ტემპერატურა. პერიოდულად, წნევის პრობლემები აქვს. უტარდება გამოკვლევები და მკურნალობა. მეოთხე დღეა არ დაურეგულირდა სიცხე. აქვს კვლავ საბრძოლო განწყობა. მას გადავეცით პატრიარქის პოზიცია”-განაცხადა ადვოკატმა.