ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა მის მღვდელმთავრობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.
მისივე თმით, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მეუფე იაკობი პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის არის უნებლიე შემადგებელი ნაწილი არსებული ინტრიგების, რომელშიც გარეული აღმოჩნდა.
”მეუფე იაკობი ყაზბეგში ჩემი მოღვაწეობისას, პატრიარქის კურთხევით, წლების მანძილზე სოფელ სნოში გადიოდა მორჩილებას ჩემს ხელში და მე ვამზადებდი მას ბერად.
ჩემი გადაწყვეტილებით, როდესაც მისი ბერად აღკვეცის დრო დადგა, უფლისა ჩვენისა და იესო ქრისტესი და ანგელოსთა დასთან ერთად, რომლებიც უხილავად მონაწილეობდნენ ამ რიტუალში, ხილულად ვიყავი მე.
აღთქმა ბერობისა მან ღვთისა და ჩემს წინაშე დადო. აქედან გამომდინარე, იმედია, გონს მოეგება და კარგად დაფიქრდება, თუ რა არის მთავარი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის.
მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ არანაიარად არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელმთავრობაზე. ვფიქრობ ამ ინტრიგებში, რომელიც ახლა მიიმდინარეობს, ის უნებურად აღმოჩნდა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ