ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ბიბლუსი“ საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, ყოფილ დანამშრომლებს უჩივის

კომპანია ”ბიბლუსი” საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ყოფილ თანამშრომლებს უჩივის.  9 თებერვალს  კომპანიის ჯერ კიდევ მოქმედმა თანამშრომლებმა  ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც კომპანიის მიმართ სხვადასხვა ბრალდებები გააჟღერეს.

კომპანია ვიდეო მიმართვის ავტორებს მცდარი ფაქტების უარყოფას სთხოვს. „ბიბლუსის“ იურისტები თვლიან, რომ მათი მიერ გამოთქმული ბრალდებები კომპანიის იმიჯს და რეპუტაციას ლახავს. საუბარია იმ დროისთვის 4 მოქმედ და 2 ყოფილ თანამშრომელზე.

”ბიბლუსის” იურისტი ანა სამსონიანი ამბობს,რომ  კომპანია ვიდეომიმართვის ავტორებისგან გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფას სოციალური ქსელით და იმავე მედიასაშუალებებით მოითხოვს, სადაც ვიდეომიმართვა გავრცელდა.

”2017 წლის 9 თებერვალს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა 2 ყოფილი და 4 მოქმედი თანამშრომლის ვიდეო და წერილობითი მიმართვა კომპანია ”ბიბლუსის” მიმართ. აღნიშნულ მიმართვაში გავრცელებული იყო სხვადასხვა ცნობები, რამაც კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია.

სწორედ ამიტომ, კომპანია ”ბიბლუსი” მიმართავს სასამართლოს, რათა დაიცვას თავისი დარღვეული უფლება და დაამტკიცოს, რომ აღნიშნული მიმართვა შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტებს და იყო ცილისწამება.

კომპანიის მოთხოვნაა, მოხდეს გავრცელებული მცდარი ფაქტების უარყოფა და სწორი ფაქტების გავრცელება ზუსტად იმავე საშუალებებში, სადაც მათი მიმართვა გამოქვეყნდა. თავდაპირველად ეს გავრცელდა “აუდიტორია 115“-ის ”ფეისბუქ” გვერდის საშუალებით. ამასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ მომზადებული სარჩელი გადაეცა სასამართლოს”, – განაცხადა ანა სამსონიამ.

იტვირთბა....