ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, თუშეთში 66 წლის მამაკაცი სხეულის მოტეხილობებით ვერტმფრენით თელავის საავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდება, – ინფორმაცია ,,ქრონიკას” ექიმმა ირაკლი ხვედაგურიძემ დაუდასტურა.
ექიმის ცნობითვე, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ჯერ წაიქცა და ორივე ფეხზე ტრავმა მიიღო, გუშინ, ღამით კი თავის მოკვლა სცადა და ვენები გადაიჭრა. ექიმის განცხადებით, გელა სისაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, საქმეზე შეტყობინება არ შესულა.