ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. პატრიარქი პირველ კომენტარს ბერლინიდან აკეთებს და აცხადებს, რომ ის იცნობს მამა გიორგის და მასზე კარგის მეტი არაფერისმენია. უწმინდესი ფიქრობს, რომ დაკავებული დეკანოზის ირგვლივ უცნაური და არანორმალური სიტუაცია შეიქმნა.

„მწუხარება და სიხარული ტყუპი ძმებივით დადიან ერთად. როცა ადამიანი სიხარულშია, ის უნდა ელოდოს მწუხარებას. ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულის. ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ეს არის აღმოსავლური სიბრძნე. სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ. მე ასევე მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, – განაცხადა ილია მეორემ.

იტვირთბა....