“იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება პროკურორი მოხსნას. ახლა ეს თუ გადაარჩენს „დატროლილ“ პირველ პირს“- ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
შეგახსენებთ, პროკურატურაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. ციანიდის საქმე პატრიარქს ან რომელიმე მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობას უკავშირდებოდა.
„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგის ტექსტი რომ ჩაამთავრა, ჟურნალისტებმა კითხეს, რომ “შეიძლებაო ეს პირი იყოსო ილია მეორეო” და მთავარმა პროკურორმა უპასუხა, რომ არა, მე არსად არ მიხსენებია, რომ ეს არის პატრიარქიო და მე ეს ვუთხარი ჟურნალისტებს,“ – განაცხადა საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სუხიაშვილმა „რუსთავი 2-თან“.