ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოჯახის დაცვას დაჟინებით მოითხოვს, ალბათ ამის საფუძველი აქვს”

დაკავებული მამა გიორგი მამალაძის დედა ქეთევან მაღლაკელიძე ამბობს, რომ მისი შვილი თუ ოჯახის დაცვას დაჟინებით მოითხოვს მას ამის საფუძველი აქვს. მისი თქმით, დეკანოზის დაკავების დღიდან მათთან მხოლოდ ოჯახის ახლობლები მიდიან.

“რაც მამა გიორგის დაჭერის ამბავი გავიგე, იმ დღიდან არც ერთი ძალოვანი ამ სახლში არ შემოსულა, ეს ქვეტექსტი ამოჭრილია და ძალიან ბევრმა სხვანაირად გაიგო, რომელი დღიდან? რა დღიდან? – კითხულობს ყველა. რადგან დეკანოზი მისი ოჯახის დაცვას დაჟინებით მოითხოვს, ალბათ ამის საფუძველი აქვს. გეტყვით, რომ ჩვენ ღამეები არ გვძინავს, არავინ შემოსულა და გასულა ჩვენი ახლობლების გარდა”, -განაცხადა დეკანოზის დედამ.

შეგახსენებთ, რომ დაკავებული მამა გიორგი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოებას დაჟინებით ითხოვს.

იტვირთბა....