ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დეკანოზი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა და მას თანამოაზრეები ჰყავს”

“მეტრონომთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ პირადად იცნობდა და შეხება ჰქონდა დაკავებულ დეკანოზ, მამა გიორგი მამალაძესთან.

მისი თქმით, აჭარაში მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ აქამდე ხმამაღლა არავინ საუბრობდა.

არ ვიცი, ალბათ საპატრიარქოში თანამოაზრეებიც ჰყავს, ამით გამოძიება და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. აჭარიდან ძალიან ბევრი  მირეკავს და მეუბნება, რომ მამალაძის შესახებ ბევრი ინფორმაცია აქვთ. მთელი ეს რეგიონი აწიოკებული ჰყავდა” – აცხადებს “მეტრონომთან” ოქიტაშვილი.

მისი თქმით, პროკურატურა ამითაც უნდა დაინტერესდეს, რადგან დეკანოზი გიორგი მამალაძე მარტო არ მოქმედებდა და მას თანამოაზრეები ჰყავს, რომელთა დადგენაც სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

“საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს ვისთან ერთად მოქმედებდა და მის უკან რა ძალა დგას, რომელიც თავს ასე კარგად ფარავს. სანამ ეს ხალხი გამორკვეული არ იქნება, საფრთხე გადავლილი არ არის”. – ამბობს ოქიტაშვილი. (იხილეთ სრული ინტერვიუ)

შეგახსენებთ, მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება  2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მამა გიორგი მამალაძემ სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების შესყიდვის დახმარება სთხოვა.

შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, რომ მამალაძეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა უნდა მოეხდინა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

იტვირთბა....