ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ მამა გიორგი მამალაძეს პატიმრობა შეეფარდა

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრიარქთან გამგზავრებას გეგმავდა.
ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რას უკავშირდება მისი აყვანა, გავრცლებული ინფორმაციით, საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. ასევე,  საქმეზე დაიკითხა პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც ამ მიზნით ბერლინიდან თბილისში გამოემგზავრა.

იტვირთბა....