ახალი ამბები მთავარი სამართალი

სროლა ოზურგეთში: დაჭრილია მამაკაცი

სროლა ოზურგეთის რაიონში – სოფელ დვაბზუში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 40 წლის მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

დაშავებული, რომლის ვინაობა ადგილობრივებისთვის უცნობია, მრავლობითი ჭრილობებით ოზურგეთის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....