ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„ჩვენ ტელევიზიაში ცვლილებები გვინდა, რაც საზოგადოების დაკვეთაც არის“

საზოგადოებრივ მაუწყებელში  გენერალურ დირექტორ ვასილ მაღლაფერიძეს, მის მრჩევლებსა და არხის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვდებიან.

შეხვედრას ესწრებიან : “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, “მედიის განვითარების ფონდის” “ჯიპას”, “სტუდია მონიტორის”, “მედიაკლუბის” და ევროსაბჭოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ვასილ მაღლაფერიძემ არხის რეიტინგთან დაკავშირებით მონაცემები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის დასაწყისში არხის წილი ბაზარზე 2.4% იყო, ხოლო 2017 წლის დასაწყისში 1.6%. მისი თქმით, არხი ყოველკვირეულად კარგავს მაყურებელს და საჭიროა ცვლილებები, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბაზრის 15% მაინც დაიკავოს.

“ჩვენ გვინდა ცვლილებები და  ვფიქრობ,  რომ საზოგადოების დაკვეთაც სწორედ ცვლილებებია. თუმცა, როგორც  ნებისმიერ  რეფორმასთან დაკავშირებით ხდება ხოლმე, ბევრს ცვლილებები არ სურს და მას მტკივნეულად აღიქვამს”, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

იტვირთბა....