ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს, რომელიც   რუსთაველის მეტროდან დაიწყო და უზენაესი სასამართლოსკენ მიემართება. დღევანდელი აქცია ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად იმართება.4

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გოგა ონიანი: “ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა, როგორც ქართული მართლმსაჯულება, ისე მედია ჩაიგდოს ხელში. ამას მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” არა, ყველა ის ადამიანი შეეწინააღდეგება, ვინც თავის თავს ამ ქვეყნის განვითარებას უკავშირებს. “-განაცხადა ონიანმა “მეტრონომთან”.

“რუსთავი 2”-ის  გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა “მეტრონომთან ” აღიშნა, რომ არხის გადასარჩენად შეიკრიბა საზოგადოება:

“ძალიან მნიშვნელოვანია არხის გადარჩენის პროცესში საზოგადოების ჩართულობა, რადგან სწორედ ასე დგას დღეს საქმე. დღეს მიმდინარეობს “რუსთავი 2”-ის გაადარჩენის პროცესი და მხოლოდ ერთიანი ძალებით, საზოგადოების კონსოლიდაციით შევძლებთ, რომ დავიცვათ “რუსთავი 2” და სიტყვის თვაისუფლება ამ ქვეყანაში. “-განაცხადა უდუმაშვილმა.

12

თავისუფალი სიტყვა საფრთხეშია, – ამის შესახებ “მეტრონომს” ირაკლი ჩოლოყაშვილმა განუცხადა:

” თავისუფალი სიტყვა ისევ საფრთხეშია. ამის ერთადერთი კერა “რუსთავი 2”-ია და არაფორმალური მმართველი ცდილობს ხელში ჩაიგდოს. “საზოგადოებრივი მაუწყებელი”  წაართვა ხალხს”.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო 15 თებერვლის ჩათვლით აპირებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს.

9

აქციაში მონაწილეობენ საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები, რომელშიც 8 პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზიციები არიან გაერთიანებული.

ნინი ცხადაია

 

8

1

10

იტვირთბა....