გავლენიანი ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC სუპერმაკეტების ქსელ „ფრესკოსა“ და მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ თანამშრომლების პროტესტს სტატიას უძღვნის.
მასალაში აღნიშნულია, რომ ქართველი დასაქმებულები პროტესტისთვის სოციალურ მედიას იყენებენ. კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ „ბიბლუსისა“ და „ფრესკოს“ შემთხვევებში ორივე პროტესტი facebook-ით დაიწყო, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, სტატიაში მითითებულია ერთ-ერთი ქართველი facebook მომხმარებლის კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში შრომის კოდექსი ერგება ყველას, გარდა დასაქმებულებისა.