ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ს ცნობით, გორში ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს

გორში პირადი კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს – ამის შესახებ „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, დადგენილია პიროვნება და მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები.

იტვირთბა....